“პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეპორტიორების სახელების გვერდით, ჩვენი დათო ბოლქვაძის სახელი და გვარია”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი ჟურნალისტ დავით ბოლქვაძეს იხსენებს.

„პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს“, – ეს სიტყვები ამოტვიფრულია დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე, რომელიც ვაშინგტონშია გახსნილი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეპორტიორების სახელების გვერდით, ჩვენი დათო ბოლქვაძის სახელი და გვარია. წერია ისიც, თუ რომელ წელს, სად და რა ვითარებაში მოკლეს დათო”, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები