უმრავლესობის წევრი “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას სიბრიყვეს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე, საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას სიბრიყვეს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
“პირველთან” საუბარში კობა კობალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტექნიკა ორიენტირებულია სამაშველო ოპერაციების შესასრულებლად.
“პირველად არ კეთდება “ნაციონალების” მხრიდან ისტერიული და უაპელაციო განცხადებები. ძალიან ცუდია, ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს მსგავსი განცხადებები. ისინი ვერ ეგუებიან და ისტერიკაში არიან იმ არჩევანის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა. თუ სანამდე მიიყვანა მათმა ისტერიულმა ტონმა ქვეყანა, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც ცნობილია. მათი პათოსი, რომ ჩვენ თუ აღარ ვართ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, ყოველგვარ ადამიანურ ფასეულობებს სცდება. მათ ამ განცხადების გამო ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა იმედი არ მაქვს, რომ სახელმწიფოებრივად განსაზღვრავენ რამეს”,- განაცხადა კობა კობალაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. პარტიის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკას შორის არის ე.წ. ბუკის დანადგარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები