მატარებლის შეჯახების შედეგად, დიდუბეში მამაკაცი გარდაიცვალა

​მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები