სამართალდამცავებმა 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოიყვანეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს

​რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოიყვანეს, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციელებმა ძველი თბილისის სამმართველოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები