ვიქტორ დოლიძე „რუსთავი 2“-ზე: დიდი იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ადეკვატურ გადაწყვეტილებას

“დიდი იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება ადეკვატურად აღიქვამს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ “რუსთავი 2”-ის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
დოლიძის თქმით, ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ მაქსიმალური თავისუფლება იყოს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციას, რომელიც იქნება წამოსული. დანარჩენი, მოდით, მედიის თავისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ, მაშინ, როდესაც საუბარია დღევანდელ ვითარებაზე, გადავავლოთ თვალი რამდენიმე წლის წინ როგორ იყო და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა.
ზოგადად ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ მაქსიმალური თავისუფლება იყოს და არანაირ ჩარევაზე საუბარი არ უნდა იყოს”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ამასთან, დოლიძის განცხადებით, მედიის თავისუფლება არის ერთი საკითხი და ასევე მნიშვნელოვანია საკუთრების ხელშეუხებლობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები