ზაქარია ქუცნაშვილი: ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის პრინციპი დარღვეულია

“თქვენ ნახეთ, რომ აღნიშნულ საქმეზე არაფერი დაფარული არ დარჩა და ყველაფერი გარეთ გამოდის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
„გაუთქმელობასთან დაკავშირებით იყო კითხვები, თუმცა მინდა, საზოგადოება დავამშვიდო, რომ გამოძიების კონფიდენციალურ რეჟიმში წარმართვა არ ნიშნავს, რომ სასამართლო ასევე კონფიდენციალურად წარიმართება, ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი გასაჯაროებული იქნება, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ აღნიშნულ საქმეზე არაფერი დაფარული არ დარჩა და ყველაფერი გარეთ გამოდის“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები