მიხეილ დონდუა: საფინანსო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის წიაღში რჩება

“თუკი შესრულდება სავალუტო ფონდის რეკომენდაცია პროცესები საბანკო სექტორში დადებითად განვითარდება”, – ეს განცხადება ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, ეროვნული ბანკი განახორციელებს საბანკო და საფინანსო რეკომენდაციას, ეკონომისტი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წელიწადნახევრის მანძილზე ვერ მოახერხა საკითხის გადაწყვეტა და მთავრობამ მიღებული კანონპროექტით გაბედული ნაბიჯი გადადგა.
„საფინანსო ზედამხედველობა დარჩება ეროვნული ბანკის წიაღში, საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის წელიწადნახევრის მანძილზე გააჭიანურა პროცესი, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილება კანონის მიღებასთან დაკავშირებით, იყო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაბედული და პოზიტიური, ჩვენ კარგად ვხედავდით, თუ როგორ ატერორებდნენ წინა ხელისუფლების დროს მეწარმეებს და ბიზნესმენებს. ის, რაც დღეს ხელისუფლებამ გააკეთა, არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაბიჯი. სავალუტო ფონდმა არაერთი შეფასება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესები ჰარმონიზაციაში ვითარდება. წინა ხელისუფლების დროს, არ დაადგა საშველი სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებას. ამ ეტაპზე, ეს პროცესი დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს“, -განაცხადა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები