აღსრულების ეროვნულ ბიუროში ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლეს

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ბიუროს თავმჯდომარემ, იოსებ ბაღათურიამ ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრს, ურან ახმეტოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააღსრულებო წარმოების პროცედურებს, ბიუროს სერვისებს, როგორიცაა მოვალეთა რეესტრი, გამარტივებული საქმისწარმოება, ელექტრონული აუქციონი, აღსრულების პოლიციის მუშაობის სპეციფიკა.
ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა ინტერესი გამოთქვა, დამატებით გაეცნოს აღსრულების სფეროში ქართული მხარის მიერ გატარებულ რეფორმებს და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეიქმნას ინფორმაციის აქტიური გაცვლის მექანიზმები.
იოსებ ბაღათურიამ დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი შეხვდა ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს. სამინისტროს დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. ასევე, დელეგაცია სტუმრობდა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს.
ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის დღეს, 7 მარტს სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები