ქიბარ ხალვაში მის მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი წერილის დეტალებზე საუბრობს

 ​ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილით მიმართა და “რუსთავი 2-ის” საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ბიზნესმენმა ის დეტალები განმარტა, რომელზეც წერილშია საუბარი.
” ამ საქმეში ჩავამატებ იმას, რომ „რუსთავი 2“ -ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან, რის შემდეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც ლტოლვილად სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ეს ინფორმაცია მივაწოდე, რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან, რის გამოც, მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, იყვნენ დაპატიმრებული ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აჰყავდათ მძევლებად, რომ რაღაც მიეღოთ ჩემგან.
ეს მოყოლილია დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს,”- განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. ხალვაშმა ასევე აღნიშნა, რომ შეთავაზება დვალთან და აქიმიძესთან ძალაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები