„დეკანოზი გიორგი მამალაძე, შორენა თეთრუაშვილის ჩვენების გაცნობის შემდეგ, საკუთარ უდანაშაულობაში კიდევ უფრო დარწმუნდა“

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას გაეცნო, საკუთარ უდანაშაულობაში კიდევ უფრო დარწმუნდა. ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენება შეუტანა და გააცნო.
”გავაცანი პროკურატურის მიერ ახლადგადმოცემული მტკიცებულებები, მათ შორის შორენა თეთრუაშვილის ჩვენება. ამ მასალების გაცნობის შემდეგ, დეკანოზი კიდევ უფრო მყარად გრძნობს თავს იმ გაგებით, რომ თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს. შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით, არა მარტო დაცვის, არამედ, პირველ რიგში, მამა გიორგი მამალაძის განწყობაა ირონიული, რომ ის არის დღეს ბრალდებული და პატიმარი, ის ელოდება დღეს სასამართლოს და არა დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დაკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები