თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა ზაფხულში გაიხსნება

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა ზაფხულში გაიხსნება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, აჰმეთ არსლანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
„ჩვენ ორ თვეში დიზელის ლოკომოტივს გავუშვებთ. რკინიგზის ტესტირებას კიდევ  ორი თვე დასჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.
ანადოლუს” ცნობით, ყარსი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება. ამ გზით ტვირთების და მგზავრების ტრანსპორტირება განხორციელდება.
არსლანმა განაცხადა, რომ რკინიგზის მშენებლობა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გააჭიანურა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია. მისი მეშვეობით, საწყის ეტაპზე, 6,5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება, ხოლო შემდეგ ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, მოხდება წელიწადში 3 მილიონი მგზავრის გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები