მიხეილ ჯანელიძე: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საუბარი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით არ ყოფილა

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, საუბარი შეეხო იმ დადებით სტატისტიკას, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
”საგარეო საქმეთა მინისტრი და ზოგადად, მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და პროგრესს. ვისაუბრეთ იმ სტატისტიკაზე, რომელიც დადებითია და მცირდება აპლიკაციები საქართველოდან. ეს მიანიშნებს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გარდა, შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები