„უცნაური იყო ასეთი სწრაფი დეპეშა მორიგე მოსამართლის მხრიდან, შეიძლება, “რუსთავი 2”-მა “იმედის” დარბევის კადრებიც კი გადაუგზავნა

 “ჩემთვისაც და მე მგონი, ყველასთვის უცნაური იყო ასეთი სწრაფი დეპეშა მორიგე მოსამართლის მხრიდან. როგორც ჩანს, მართლა შეშფოთდა და შეშინდა”, – ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერდა. ქანთარია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-მა „იმედის“ დარბევის კადრებიც გადააგზავნა.
„რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და მე მგონი, ყველასთვის უცნაური იყო ასეთი სწრაფი ელვა – დეპეშა მორიგე მოსამართლის მხრიდან. როგორც ჩანს, მართლა შეშფოთდა და შეშინდა. შეიძლება, „რუსთავი 2“-მა „იმედის“ დარბევის კადრებიც კი გადაუგზავნა. არ ვიცი ახლა, მე ვფიქრობ ამას. მართლაც, ასეთი სწრაფი, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო.
მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ეს დარჩა სამართლებრივ სივრცეში,“ – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები