გიორგი აბაშიშვილი: მედიაომბუდსმენი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ ჩვენს დღევანდელ ომბუდსმენთან ითანამშრომლებს

„საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი“, – ასე შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით.
​როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მნიშვნელოვანია. მას მიაჩნია, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა საინტერესო ინიციატივაა, თუმცა ამ პროცესში სახალხო დამცველთან თანამშრომლობა აუცილებელია.
„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: როდესაც ქვეყანაში არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემა, ყველაზე უფრო სწორი, ადეკვატური არის ის, რომ პრობლემის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ პირდაპირ, ვთქვათ სიმართლე, რაც უფრო რეალური იქნება პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო იდეაა მედიაომბუდსმენი, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ მისი განხილვა იქნება თანამშრომლობით კონტექსტში ჩვენს დღევანდელ ომბუდსმენთან“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პრემიერის ინიციატივის მიხედვით, ამ ინსტიტუტში მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები