დეპუტატი პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე დროულს უწოდებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე დროული და მნიშვნელოვანია.
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა, რადგან არის ძალიან ბევრი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ცდილობს მედია გააკონტროლოს. ეს არის კონკრეტული პასუხი, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოწოდებულია, არათუ ჩაერიოს მედიის დამოუკიდებლობაში, არამედ გარანტიებიც შექმნას”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები