დეპუტატი ზაზა გაბუნია პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე მიესალმება

დეპუტატი ზაზა გაბუნია პოზიტიურ ინიციატივას უწოდებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ.
“ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, რადგან ამით ვქმნით დამატებით ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს პოზიციები მედიათავისუფლების რეიტინგში, რომელშიც ჩვენ ისედაც წინ ვართ წასული. ასეთი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მდგომარეობას, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ასევე, სავარაუდოდ, მედიაომბუდსმენი იქნება ევროპელი, თავის საქმეში მაღალი ავტორიტეტის და კვალიფიკაციის მქონე.
ამით ჩვენი ხელისუფლება ამბობს იმას, რომ არაფერი გვაქვს დასამალი ევროპისთვის და ამ გადაწყვეტილებით, ვქმნით მედიაპლურალიზმს კიდევ უფრო გაძლიერებისთვის”,- განაცხადა გაბუნიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები