ჯამბულ გამცემლიძე: ვანო მერაბიშვილი მასიური მკვლელობების დროს გამოვიდა და თქვა, ხელი არ აგიკანკალდეთო

“ვანო მერაბიშვილი მასიური მკვლელობების დროს გამოვიდა და თქვა, ხელი არ აგიკანკალდეთო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოკლულ გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ განაცხადა.
გამცემლიძე ვანო მერაბიშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას, მოსამართლის პერსონიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს და საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მომხდარ მკვლელობებს ახსენებს.
„ვანო მერაბიშვილის სიტყვებმა შეიწირა 150-მდე ადამიანი ქუჩაში, დღეს თქვენ წინაშე დგას მერაბიშვილისგან გამწარებული ორი შვილმოკლული  მამა და დღეს თურმე ვანო მერაბიშვილი არის ცუდ მდგომარეობაში და ამას ადამიანები განიცდიან. ჩვენი შვილები რა მდგომარეობაში არიან და სად არიან, რატომ არ აინტერესებს უჩა ნანუაშვილს, რატომ გაისტუმრეს ირინე ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი? ჩვენ ვართ არარაობად ჩათვლილი მშობლები, მერაბიშვილმა იმდენი ადამიანი მოკლა, ალბათ 10 სოფელი აშენდებოდა, ქუჩაში დახვრეტილი აჭარელი ბიჭები – რამდენი რამე გავიხსენოთ- როინ შავაძე, გურამ შარაძე, გია კრიალაშვილი, რამდენი გავიხსენოთ და დღეს ადამიანი, ამ ყველაფრის ავტორი, თურმე ცუდ პირობებშია ციხეში. ამდენი წელი გავიდა და ვერ გავედით ბოლოში სიმართლის საძებნელად“, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები