გრიგოლ გოგელია: საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზაფხულამდე არც ერთი გადაცემა არ დაიხურება

 “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” 17 ივლისამდე – ახალი სეზონის დაწყებამდე, არც ერთი გადაცემა არ დაიხურება”,- შესაბამისი კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ გააკეთა.
“ზაფხულამდე არ შეიცვლება არაფერი. ჩვენ ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებებიც შევასრულოთ და ეფექტიანი პროექტებიც გვქონდეს”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ.
მენეჯმენტის ახალი გეგმის შესახებ ხვალ, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ სხდომაზე გახდება ცნობილი. გოგელიას თქმით, ხვალინდელ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს, სტრუქტურაში მცირე ცვლილებების შეტანის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები