ირაკლი ოქრუაშვილი “პანორამას” დაყადაღების მოთხოვნას გეგმავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი ორის 40 % კომპანია „პანორამას“ გადაეცა, სასამართლოს ყადაღის გამოყენების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.
“ჩვენ ვგეგმავთ, რომ მივმართოთ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დაველოდებით, ჩამოვაყალიბებთ სტრატეგიას, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, თუ ასე დარჩა, როგორც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, თუ ასეთი შედეგი იქნა მიღებული ბოლომდე, ჯერჯერობით შეიძლება არ შევიტანოთ, მაგრამ თუ შეიცვალა მდგომარეობა, შესაძლოა გადავწყვიტოთ სარჩელის შეტანა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამაც.

„ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა გვენახა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, გარდა იმისა, რაც არის ერთ გვერდიანი ე.წ. შეთანხმება, რომელზეც ხალვაშის ხელმოწერა არ არის. სხვა რაიმე საფუძველი არ გვინახავს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.
სააგენტო „გურია ნიუსის“ ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა, საქმე მიღებულია წარმოებაში, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დანიშნულა. რაც შეეხება ყადაღას, მის გამოყენებაზე პირველადი მიმართვის დროს, მოსარჩელეს უარი ეთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები