რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა პირდაპირ ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას

 ჯერჯერობით ეს არის საქართველოს რეაქციის შემოწმება, მაგრამ შემდეგ ამას შესაძლოა მოჰყვეს უფრო კონკრეტული წინადადებები – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევიჩმა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რითიც საქართველოში მიგრანტთა განთავსების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებას გამოეხმაურა მისი შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნები ეცდებიან, შეძლებისდაგვარად, სწრაფვას იქითკენ, რომ ჩამოიხსნან საემიგრაციო კრიზისის ტვირთი და ის სხვას გადააბარონ.
„ცოტა ხნის წინ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღო, უფასო ყველი კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ სათაგურშია“ – აღნიშნა ფრანც კლინცევიჩმა. მისივე თქმით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის წინადადება პირდაპირ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის წინადადება პირდაპირ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელსაც საქართველოსთან საერთო საზღვარი გააჩნია, უპირველესად მუქარების ასპექტში, რაც საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს პანკისის ხეობაში მზადდებოდნენ ტერორისტები, რომლებიც შემდეგ ჩვენთან კავკასიაში იარაღდებოდნენ“, – აცხადებს კლინცევიჩი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი გამოდის ინიციატივით, მიგრანტების მისაღებად ევროპული ცენტრები შეიქმნას. მინისტრი ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც, შესაძლოა, მსგავსი ცენტრი შეიქმნას, საქართველოსაც ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები