საქართველოს ელჩი ავსტრიაში: მიგრანტების მიღების ცენტრის შექმნა ქართულ მხარესთან არ განხილულა

საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს.
კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
როგორც ზალდასტანიშვილი აცხადებს, ეს საკითხი არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ქართულ მხარესთან არ განხილულა.
„ეს საკითხი არცერთ ოფიციალურ შეხვედრებზე ქართულ მხარესთან არ განხილულა. მათ შორის, ეს საკითხი საუბრის თემა არ ყოფილა კურცის ვიზიტის დროს საქართველოში, რომელიც ერთი თვის წინ შედგა.მიჭირს კონკრეტულად რა იგულისხმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მომავალი კვირიდან დავიწყებთ კონსულტაციებს ავსტრიულ მხარესთან და ამ კონსულტაციების დროს დადგინდება თუ რასთან გვაქვს საქმე.ჩვენ დღესაც ვცდილობთ დავუკავშირდეთ მინისტრის კაბინეტს, თუმცა კვირა დღეა და ეს მარტივი საქმე არ არის. ხვალ დილით აუცილებლად გვექნება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია და ვეცდებით მეტი სიცხადე შევიტანოთ ამ საკითხში“,- განაცხადა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა“მოამბესთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები