ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, საკუთარი პარტიიდან გარიცხეს

 ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, გუშინ, საკუთარი პარტიიდან “სამოქალაქო პლატფორმა” გარიცხეს.
შესაბამისი ინფორმაცია პარტიის ვებ-გვერდზე გუშინ განთავსდა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ “სამოქალაქო პლატფორმიდან“ ვოლსკის გარიცხვა ასევე გულისხმობს, იმას, რომ იგი გაირიცხება “ევროპის სახალხო პარტიიდანაც”, რომლის შემადგენლობაშია “სამოქალაქო პლატფორმა”.
იაცეკ სარიუშ-ვოლსკი “ევროპის სახალხო პარტიაში” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი „რუსთავი 2″-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „მკვეთრად არასწორსა” და „პოლიტიკურს” უწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ „ვიდრე „რუსთავი 2″-ის ბედი არ გაირკვევა, ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები