შსს-ს აკადემია ახალ პროექტს ახორციელებს

შსს-ს აკადემიამ, სამართლის საბაკალავრო პროგრამის და საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტის – „შენი მომავალი – შსს-ს აკადემია“ – განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და აკადემიის წარმომადგენლები ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში – ბათუმში, ოზურგეთში, კასპში, წილკანსა და შუახევში აბიტურიენტებს შეხვდნენ.
შსს-ს აკადემიის თანამშრომლებმა საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს აკადემიის საქმიანობა და სასწავლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრებზე შსს-ს არქივის მიერ უნიკალურ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ფილმის ჩვენებაც მოეწყო.
შსს-ს აკადემია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები