ქიბარ ხალვაში: დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში ყველაფერი მის სასარგებლოდ დამთავრდება. ამის შესახებ ხალვაშმა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
”მე აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ამით რაღაც გართულდა, პირიქით, ალბათ გაადვილდა პროცესების დაწყნარება, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი დამთავრდება ჩვენს სასარგებლოდ. ამით უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეცემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და უფრო ადვილი გასაგები იქნება ქართველი მოსახლეობისთვის. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი”, – განაცხადა ხალვაშმა.
რაც შეეხება სხვა ბიზნესებს, რომელზეც ხალვაში დაობს, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს მასზეც აწარმოებს.
“მე არ ვიბრძვი მხოლოდ “რუსთავი 2″-სთვის. უბრალოდ, ეს არის გახმაურებული საქმე. მე ვიბრძვი ყველა იმ ბიზნესისთვის, რაც წამართვეს. სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ვთვლი, რომ იმას, რაც ჯერ არ არის გაყიდული, დავიბრუნებ. რაც უკვე გაიყიდა, შეგუებული ვართ, რომ ვერ დავიბრუნებ. რვა მილიარდამდეა ის ქონება, რითაც წინა მთავრობამ გვაზარალა”, – თქვა ხალვაშმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა მენეჯმენტის შემოთავაზება საინტერესო, ხალვაშმა თქვა, რომ მენეჯმენტის შეთავაზება მისთვის უინტერესოა.
“რუსთავი 2″-ის მენეჯმენტი რასაც ლაპარაკობს, მათი საუბრის ღირებულება ნულია. როცა მენეჯმენტი მელაპარაკება, მელაპარაკება მიშა სააკაშვილი და მე მასთან ლაპარაკის გამოცდილება მაქვს – როცა ის ლაპარაკობს, ის იტყუება”, – თქვა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცა. სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები