ირაკლი სესიაშვილი ”რუსთავი 2”-ზე – მივესალმები, თუ სტრასბურგის სასამართლო ჩაერთვება ამ პროცესში

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მიესალმება თუკი ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ საქმეში სტრასბურგის სასამართლო ჩაერთვება და, თავის მხრივ, ჭეშმარიტებას დაადგენს.
”მივესალმები მთლიანად იმ პროცესს, რაც გულისხმობს, რომ “რუსთავი 2”-ს და მის მფლობელებს მოეხდინათ ყველა ინსტანციაში საკუთარი პოზიციების დაცვა. კიდევ უფრო მივესალმები, თუ ეს პროცესი გადავა საერთაშორისო ჭრილში, რამდენადაც საერთაშორისო საზოგადოებაში გაქარწყლდეს ყველა ის ბრალდება, თითქოს ადგილი აქვს მედიის თავისუფლების შეზღუდვას. მივესალმები, თუ სტრასბურგის სასამართლო ჩაერთვება ამ პროცესში და, თავის მხრივ, ჭეშმარიტებას დაადგენს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები