სტრასბურგის სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგმა განაცხადა.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, მთავრობის სახელით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპოდენციასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან. როგორც ამ კორესპოდენციიდან ირკვევა და როგორც გუშინ იყო დაანონსებული, დღეს “რუსთავი 2″–მა, როგორც კომპანიამ, მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ამ საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი, პროცედურების დაცვით და “რუსთავი 2″–მა მეორე მხარედ, ანუ მოპასუხე მხარედ, დაასახელა საქართველოს მთავრობა. “რუსთავი2” სტარსბურგის სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ადვოკატ მურადაშვილით, როგორც ამას იტყობინება სტარსბურგის სასამართლო. “რუსთავი 2”-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი: საქართველოს სახელმწოფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, სანამ სტარსბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას; აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს “რუსთავი 2″–ის დახურვა; აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში. “რუსთავი 2”-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის: სხვადასხვა დროს სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაკეთებული განცხადებები; EPP-ის წევრების განცხადებები; ამერიკის საელჩოს გუშინდელი განცხადება; შიგნით, მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც შეიძლებოდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის უარის თქმას მოჰყოლოდა. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანია “რუსთავი 2″–მა”, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე წულუკიანმა.
მისივე თქმით, 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და კოლეგიური გადაწყვეტილება მიიღოს, გაგრძელდეს თუ არა დღეს მიღებული დროებითი ღონისძიება.
“სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარიც (პროცედურა ასეთია) არის უცნობი. ისე რომ ჩვენ, მეორე მხარე, მოპასუხე მხარე არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე სახის ინფორმაცია დღის განმავლობაში გამოთხოვნილი არ ყოფილა, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა ამ საქმის დასრულებამდე, არამედ ამ წლის 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი თუ სხვა, ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს, რადგან მას ამ მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი. ეს არის სულ, რაც მე დღეს შემიძლია გითხრათ. საქართველოს მთავრობა არის მხარე. მთავრობას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, რომ დღეს საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა მშრალი ფაქტები, თუ რა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარემ, ვინ განიხილა და რა პროცედურის მიხედვით მათი მოთხოვნები, რაში მდგომარეობს გამოყენებული ღონისძიება და რა ვადამდე მოქმედებს ის. რა იქნება მერე? – ისმის ეს კითხვა. მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და უკვე ალბათ, არა მოსამართლის ერთპიროვნული მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება და საერთოდ, შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეს პროცედურის დაცვით, მივყვებით ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში”, – აღნიშნა მინისტრმა.
რამდენიმე საათის წინ, ევროსასამართლომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა შეაჩერა.
დღეს “რუსთავი 2”-მა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა გააგზავნა. “რუსთავი 2”-ის იურისტები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოსგან ითხოვდნენ, რომ მას შეეჩერებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნებოდა სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არსებითად განხილული.
უზენასმა სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები