„რუსთავი 2“ 12 მარტს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, 12 მარტს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს, ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა და მოსახლეობას, პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდაჭერისკენ მოუწოდა
„12 მარტს, 2 საათზე, მთელ საქართველოს, ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებს, მოვუწოდებთ შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.
ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურად სტერილურად ეს პროცესები ვეღარ განვითარდება, ამიტომ სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებთ პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ მონაწილეობა აქციებში, მიმართონ მხარდამჭერებს და მოითხოვონ ის პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალ მედიასა და დემოკრატიის განვითარებას.
ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ყველა იმ განცხადების გამო, რომელიც გაკეთდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ.
ეჭვს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, საქართველოს გაყვანა ევროინტეგრაციის პროცესიდან, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დავაბრუნოთ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები