“სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ამის შესახებ გვარამიამ „რუსთავი 2“-ში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა – სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ექსტრადირებას. არც საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით არც ერთ ვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის ისტორიული შემთხვევა. ერთი მხრივ, „რუსთავი 2“-ის საქმემ და საქართველოს სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალ პრაქტიკას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები