ჯარჯი აქიმიძე: „რუსთავი 2“ -ში ძალისმიერი მეთოდით არ შევალთ

“ჩვენ შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ „რუსთავი 2“ -ს შენობაში არანაირი აღმასრულებელებით, ჯარით, ავტომატებით არ შევვარდებით”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ამასთანავე, ჯარჯი აქიმეძემ აღნიშნა, რომ იგი ტელევიზიის თანამშრომელთა 40 პროცენტს იცნობს და სთავაზობს, რომ მათ მუშაობა გააგრძელონ.
“ჩვენ შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ არანაირი აღმასრულებელებით, ჯარით, ავტომატებით არ შევვარდებით. ძალიან მარტივია, ადამიანების 40% არის იქ ის ხალხი, რომლებიც ჩვენთან ერთად აკეთებდა ამ ტელევიზიას. მათ ეს ტელევიზია მოსწონდათ და სიამოვნებით მუშაობდნენ, შესაბამისად, ვიძლებით გარანტიას. გვინდა, რომ დავიბრუნოთ იგივე “რუსთავი 2″, როგორიც ის იყო 2003 წლამდე. თუ მათ უნდათ თავისუფლება, გააგრძლონ ისეთი ტელევიზიის კეთება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით”, – აცხადებს აქიმიძე.
უზენაესმა სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები