საფრანგეთის საელჩო „რუსთავი 2“ -ის საქმეს ეხმაურება

საფრანგეთის საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს მთავარ ოპოზიციურ მედიასაშუალებას წარმოადგენს. საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას პრესის თავისუფლების პატივისცემისადმი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში.
2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები