ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

ეუთოს წარმომადგენელი მედიის დამოუკიდებლობის საკითხებში დუნია მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების და პლურალიზმის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ეს განცხადება ეუთოს წარმომადგენელმა საქართველოს სასამართლოს მიერ „რუსთავი-2“-ის საქმეზე მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.
„საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ტელეკომპანიას უნდა ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა პროფესიულ საქმიანობაში. „რუსთავი-2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევა მედიაპლურალიზმის გარემოს სერიოზულად დააზარალებს“, – განაცხადა მიატოვიჩმა.
მან ასევე შეშფოთება გამოთქვა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე გამოხატავენ ზოგიერთი პარტიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები