გიორგი მარგველაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ NATO-ს სამხედრო კომიტეტს შეხვდა.
NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგმება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.
NATO- სამხედრო კომიტეტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა NATO -ს სამხედრო კომიტეტს საქართველოს მხარდაჭერისათვის და საქართველოს საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები