მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით – მაკა ჩიჩუა “რუსთავი2-ში” მივიდა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მივიდა.
როგორც ჟურნალისტებს პირველმა ლედიმ განუცხადა, ტელეკომპანიის შენარჩუნება დღევანდელი შემადგენლობით პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის იყო დემოკრატიული ქვეყნების მთავარი პრინციპი. პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით. მე ბოლომდე გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები