“რუსთავი 2“ პროვოკაციების მოწყობისა და ქვეყანაში ქაოსის შემოტანის საბაბი ხდება”

“რუსთავი 2“ პროვოკაციების მოწყობისა და ქვეყანაში ქაოსის შემოტანის საბაბი ხდება”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების დაცვის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ამავე განცხადების თანახმად, უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და იგი რეალურად ქართველი ხალხის ტელევიზია გახდა.
„სამწუხაროა, რომ ყველა საქმეს პოლიტიკურს ხდის დღევანდელი ოპოზიცია, თან ის ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება გააჩნია ძალადობრივი ქმედებებით.
‘’თავისუფლების დაცვის ცენტრი’’ ცალსახად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია სიტყვისა და მედიის თავისუფლება, თუმცა ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, იყო დავა ორ პირს შორის, კანონიერი მეპატრონესა და წართმეული ქონების მიმთვისებელთან.
უზენაესმა სასამართლომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, „რუსთავი 2“ დაუბრუნდა კანონიერ მეპატრონეს და რეალურად გახდა ქართველი ხალხის ტელევიზია. ‘’თავისუფლების დაცვის ცენტრს’’, ღრმად წამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები