“ბი ბი სი” „რუსთავი – 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს

“საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის უდიდესი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნა”, – ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ბი ბი სი“ წერს, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა, რომლის მიხედვით ყოფილმა ხელისუფლებამ ბიზნესმენს ტელეკომპანიის წილის გადაფორმება უკანონოდ აიძულა.
“ბი ბი სი“ ასევე წერს, რომ ქიბარ ხალვაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და რომ ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური მედიასაშუალება „გაჩუმდება“.
ბრიტანული ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
როგორც „ბი ბი სი“ წერს,  „რუსთავი 2” – ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ “საქართველოში ოფიციალურად დამკვიდრდა დიქტატურა“. ასევე, მან ქიბარ ხალვაშს არსებული მენეჯმენტისთვის ტელეკომპანიის მიყიდვისკენ მოუწოდა.
„რუსთავი–2″-ის გარშემო არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ეუთომ და აშშ-ის საელჩომ საქართველოში”, – წერს“ბი ბი სი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები