„რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განუცხადა.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები