ზუგდიდში „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, ტელეკომპანია „ოდიშის“ ორგანიზებით, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ აქციიდან „მოამბის“ ჟურნალისტი იტყობინება.
ადგილზე შეკრებილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ისინი იცავენ არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი პერმანენტული აქციებისათვის იწყებენ მზადებას.
ტელეკომპანია „ოდიშთან“ მიმდინარე აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები