სოსო მანჯავიძე: პეტრე ცაავა მეგის ქარდავას და ახალაიების დაჯგუფების მოკავშირე იყო

“მე იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია, რომელიც ახლაა შექმნილი, დიდი გაწმენდით დასრულდება”, – ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
​მანჯავიძე თვლის, რომ წმინდა სინოდი გასაწმენდია. მან მეუფე პეტრე ცაავას წარსულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეტრე ცაავა ახალაიების თანამზრახველი იყო.
„მომხდარი უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და ის, რომ ეკლესია ჩაკეტილი სისტემაა და ამბავი გარეთ არ უნდა გამოვიდეს, არის დიდი სისულელე. რაც შეეხება პეტრე ცაავას – მეუფე პეტრეს, ის იყო მეგის ქარდავას და ახალაიების დაჯგუფების მონაწილე, ამიტომ მისი მუქარა და მისი პოზიცია გასაკვირი არ აირის“, -განაცხადა სოსო მანჯავიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​როგორც მანჯავიძე აღნიშნავს, წმინდა სინოდის ბევრი წევრი წლების მანძილზე მალავდა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს. მანჯავიძე მიიჩნევს, რომ სინოდში გარკვეული „წმენდაა“ ჩასატარებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები