გია ყარამანიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებამ საკუთრების უფლება ერთბაშად გაანადგურა

“ქართულმა სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება”, – ასე ეხმაურება გია ყარამანიშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.
მისი თქმით, შეილახა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული უფლებები.

როგორც ყარამანიშვილმა აღნიშნა, ისინი მიმართავენ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას.
“მთელი საქართველო აკვირდებოდა იმ პროცესებს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ სასამართლოში.

“რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო. ხელისუფლების მიერ ორ კერძო სუბიექტს შორის დავად მონათლულ პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. ამ ორ კერძო სუბიექტს შორის ჩვენ და ქიბარ ხალვაშს არასდროს არანაირი ურთიერთობა “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით არ ჰქონია. მაშინ, როდესაც ჩვენ გავხდით ლმობიერები, არანაირი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მიუხედავად ამ აბსურდისა, ქართულმა სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შეილახა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ჩვენი უფლებები. ამიტომ, ჩვენი უფლებების დასაცავად, მივმართავ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას, მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები, მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. სარჩელის შეტანამდე, გამოიყენონ დროებითი ღონისძიება და შეაჩერონ უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება”,- განაცხადა ყარამანიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.
დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები