ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ტელეკომპანიაში დარჩენას ჰპირდება

​ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მოუწოდებს, ნიკა გვარამიას განცხადებებს ყურადღება არ მიაქციონ და ვისაც ტელეკომპანიაში დარჩენა სურს, მუშაობა გააგრძელოს. ამასთანავე, ქიბარ ხალვაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანს უწოდებს.
როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, იგი არხის გაყიდვას არ გეგმავს და არც ნიკა გვარამიასთან საუბარს აპირებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ვაპირებთ, რომ ტელეკომპანია იყოს ისევ ლიდერი და ხალხისთვის სასარგებლო ტელევიზია. „რუსთავი 2“- ში მივალ, როცა ამის საშუალება იქნება. 9 წელი უსამართლობას ემსახურებოდნენ, გვარამიას ნათქვამს თქვენ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება უსამართლობას ემსახურება . ყველა პროფესიონალი ადამიანი, ვინც სამსახურში მუშაობს და ვისაც სურვილი აქვს, ჩვენთან ერთად იმუშაოს „რუსთავი 2“- ში იმუშაოს, ყველა იქ იქნება და იმუშავებს“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.
შეგახსენებთ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები