“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას “რუსთავი 2”-ის შენობასთან გამართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას “რუსთავი 2”-ის შენობასთან გამართავს. ისინი ტელეკომპანიის შენობასთან მისვლას 11 საათისთვის აპირებენ.
პარტია აპირებს, სამომავლოდ სამოქმედო გეგმები განსაზღვროს.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ტელეკომპანიის მხარდასაჭერად, რიგითი მოქალაქეები და საკოორდინაციო საბჭოს წევრი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ნაწილმა ღამე “რუსთავი 2”-ის ეზოში გაათენა.
დილიდან სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები თავისუფალი სიტყვის დასაცავად, შენობასთან შეკრებას იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები