“რუსთავი 2″-ის მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში ტელეკომპანიის” ეზოში იყვნენ შეკრებილები
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში ტელევიზიის ეზოში იყვნენ შეკრებილი.
ტელეკომპანიასთან, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. “ნაციონალური მოძრაობისა” და საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, “რუსთავი ორის” ეზოში კარვები გაიშალა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.
“ნაციონალური მოძრაობა” დღეს 11 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს და სტრატეგიას შეიმუშავებს, რის შესახებაც განცხადება 12 საათზე გაკეთდება. ისინი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დასაცავად წინააღმდეგობრივი ფრონტის შექმნას გეგმავენ.