ლევან გოგიჩაიშვილი: სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ქიბარ ხალვაშის დას ხომ არ მიუღია?!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებებში  ხელისუფლების ჩარევის მცდელობას გამორიცხავს. როგორც გოგიჩაიშვილმა „რუსთავი 2″-ის საკითხის კომენტირებისას  განაცხადა, მმართველი გუნდის ინტერესია, რომ რაც შეიძლება  ბევრი კრიტიკული აზრი ისმოდეს ქვეყანაში.

„სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ქიბარ ხალვაშის დას ხომ არ  მიუღია?! ცხრავე მოსამართლემ  მიიღო ერთხმად. ჩვენი ხელისუფლების ინტერესი ყოველთვის იყო და იქნება  მეტი კრიტიკული აზრი ისმოდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ მედიაგარემო ყოფილიყო თავისუფალი, განსხვავებული აზრი ყოფილიყო ხმამაღლა გაჟღერებული ამ ქვეყანაში  და ეს ასეც არის. ეს არის რეალური მოცემულობა“, –განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები