ქიბარ ხალვაში: შევეცდები სხვებიც გავახარო

ქიბარ ხალვაში ყველა იმ ადამიანს მადლობას უხდის, ვისაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაუხარდა.
„დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ვისაც გაუხარდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შევეცდები სხვებიც გავახარო, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რამეს ცუდად გავაკეთებთ. მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ!” – წერს ხალვაში ფესიბუქის გვერდზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვშს. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები