დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურისგან ახალი მტკიცებულებების გადაცემას ითხოვს
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი – გიორგი ფანცულაია პროკურატურისგან ახალი მტკიცებულებების გადაცემას ითხოვს. როგორც გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის პროცედურა, რომელსაც ადვოკატები „რაღაც პერიოდში“ ერთხელ აკეთებენ.
”ჩვენ, კანონის ფარგლებში, მივმართეთ პროკურატურას და ამ დღეების განმავლობაში, თუკი რაიმე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანია, მოვითხოვეთ, რომ გადმოგვცენ. პროკურატურა ვალდებულია, გადმოგვცეს ასეთი მასალები, თუკი გააჩნია. შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით დამიკავშირდნენ დღესვე ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურაში დღეს იმყოფებოდა.