„დეკანოზის დაკითხვა მაშინ გაგრძელდება, როცა პასუხს გაგვცემენ, აპირებენ თუ არა მამა გიორგის ოჯახის დაცვის უზრუნველყოფას“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა მაშინ გაგრძელდება, როცა პროკურატურა პასუხს იტყვის, აპირებენ თუ არა მამა გიორგის ოჯახისთვის დაცვის უზრუნველყოფას.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მამა გიორგიმ პირადად დაწერა განცხადება და გადასცა ბრალდებას, რომ მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული.
”უკვე რამდენიმე დღეა, გაუთქმელობის გაუქმებაზე აქვთ შეტანილი ადვოკატებს განცხადება და პასუხი არ არის, არც ჩვენს მოთხოვნაზეა პასუხი დაცვის ღონისძიებებზე. როგორც იცით, მეორე დაკითხვის დროს დეკანოზი ცუდად იყო და განაცხადა, რომ თუ არ განხორციელდება ოჯახის დაცვის ღონისძიება, ჩვენებას არ მისცემს. ამის თაობაზე ოქმშიც დაფიქსირდა. დეკანოზმა თავისი ხელით დაწერა განცხადება, რის შესახებაც პროკურატურამ თქვა, რომ გონივრულ ვადას იღებს. მათი გონივრული ვადა, გონებიდან გამომდინარე, რამდენი ხანი გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება – მამა გიორგი ამ საქმეში არის უდანაშაულო”, – განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ რამიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხესთან იმყოფება და დეკანოზის მონახულებას აპირებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები