უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
აქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ გახსნა. მან უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
”მოგესალმებით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მოგესალმებით თავისუფლების მოყვარე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კარგად გაქვთ შეგნებული, რომ დღეს აქ, უზენაესი სასამართლოს წინ ვდგავართ, ვთხოვთ და მოვითხოვთ მოსამართლეებისგან, რომ მათ მიიღონ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მედიასაშუალებას, როგორიც არის ”რუსთავი 2”, – განაცხადა გია ბარამიძემ.
უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები