უზენაესი სასამართლო დღეს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს -ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი

უზენაეს სასამართლოსთან, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები იკრიბებიან. ისინი ზუბალაშვილებისა და მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
​უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები