დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში მივიდა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები შევიდნენ. ისინი სავარაუდოდ, მეუფე დიმიტრის შეხვდებიან.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღესაც ჩაიშალა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორებმა განაცხადეს, ბრალდებულმა მათ კითხვებს კვლავ თავი აარიდა და ისინი დაწყევლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები