„ბოლო წლებში, უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ფუნქციებს ეფექტურად ასრულებს“

“ბოლო წლებში, უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ფუნქციებს ასრულებს ეფექტურად”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება ეს არის სახელმწიფოს კომპეტენცია თავისი არსით, ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია, ამიტომ ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში.
,,ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, ეს არის სახელმწიფოს კომპეტენცია თავისი არსით, ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია, ამიტომ ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შემუშავებულია, ქმნის ბალანსს ერთი მხრივ, კონტროლის და ზედამხედველობის კუთხით, მეორე მხრივ, ამ ფუნქციის ეფექტური განხორციელების კუთხით. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება. დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში რისკები არის გაზრდილი, როდესაც მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს, როგორც საიმედო პარტნიორს უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ბუნებრივია, საკუთარი უსაფრთხოების სისტემაზე ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ, ვერ დავასუსტებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ამ სფეროში. ბოლო წლებში, უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ფუნქციებს ასრულებს ეფექტურად. ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და საქმეებში რეაგირება იყო ეფექტური და ადეკვატური. გვესმის ის პოზიციები, რაც ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ეს არის მათი ფუნქცია და მათი როლი, მოითხოვონ მეტი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის, მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები